რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლი 500-დან 1 000-მდე მანქანამ დატოვა, ისინი ზაპოროჟიეში გაუშვეს – ანდრიუშჩენკო

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანრიუშჩენკოს ინფორმაციით, 14 მაისს რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლიდან 500-დან 1 000-მდე მანქანას მარიუპოლის დატოვებისა და ზაპოროჟიეში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის საშუალება მისცეს.

"მარიუპოლი. ევაკუაცია. კარგი ამბავი. მანქანების უზარმაზარი კოლონა მარიუპოლის მაცხოვრებლებით (500-დან 1 000 მანქანამდე), რომლებიც სამ დღეზე მეტ ხანს ელოდნენ ნებართვას, საბოლოოდ გაუშვეს ზაპოროჟიეში. როგორც იქნა, ჩვენს ახლობელ მარიუპოლელებს სახლში ველოდებით". – წერს ანდრიუშჩენკო Telegram-ზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები