ლარის კურსი

დოლარი 3.01 თეთრი ღირს, ევრო 3.13 ლარი – 13 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.32 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 6.48 თეთრით. 13 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0129 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.1286 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 35 თეთრით, ხოლო ევროსთან - 45 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას.

კომენტარები