რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: პუტინი ჰიტლერსა და სტალინზე საშიშია, ერთადერთი შანსი დეპუტინიზაციაა

პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი. სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია. მას ხელთ აქვს არა მხოლოდ უფრო მომაკვდინებელი იარაღი, არამედ ახალი მედიაც პროპაგანდის გასავრცელებლად.

პუტინის რუსული სამყაროს იდეოლოგია მე-20 საუკუნის კომუნიზმისა და ნაციზმის ტოლფასია. ეს არის იდეოლოგია, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ამართლებს გამოგონილ უფლებებსა და პრივილეგიებს თავისი ქვეყნისთვის... ამ იდეოლოგიის სახელით გაანადგურეს მარიუპოლი და უკრაინის ათობით ქალაქი, რადგან მან რუსი ჯარისკაცები ომში გაგზავნა, დაარწმუნა ისინი თავიანთ უპირატესობაში და წაახალისა მათი ჩადენილი არაადამიანური ომის დანაშაულები. ეს იდეოლოგია ხელს უწყობს უკრაინელების იძულებით გადაადგილებას რუსეთში...

ილუზიების ქვეშ ვერ ვიქნებით. "რუსული სამყარო" არის კიბო, რომელიც შთანთქავს არა მხოლოდ რუსეთის საზოგადოების უმეტეს ნაწილს, არამედ სასიკვდილო საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. ამიტომ, საკმარისი არ არის უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან სამხედრო ბრძოლაში. ჩვენ მთლიანად უნდა აღმოვფხვრათ ეს ამაზრზენი ახალი იდეოლოგია. როგორც გერმანიის დენაციფიკაცია ხდებოდა, დღეს რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს ერთადერთი შანსი დეპუტინიზაციაა. თუ ამ ამოცანის შესრულებას სასწრაფოდ არ შევუდგებით, არამარტო უკრაინას დავკარგავთ, ასევე დავკარგავთ სულს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს, იმიტომ, რომ რუსეთი კიევში არ გაჩერდება. მან დაიწყო მსვლელობა დასავლეთისკენ და ჩვენზეა დამოკიდებული, სად შევაჩერებთ.

წერს პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავიეცკი The Telegraph-ზე გამოქვეყნებულ სვეტში.

კომენტარები