კერძო ბანკია და არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება კრედიტ სუისის შიგნით. მე მივიჩნევ, რომ ეს კომენტარი ძალიან დამაბნეველი იყო და ვფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას ქმნის, ძალიან არასახარბიელოა. ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელიც, ჩემი აზრით, საბოლოოდ მთავრდება დაბნეულობით და ხალხის დაყოფით. ეს იმ დროს, როდესაც ქართველები უნდა გაერთიანდნენ და არა დაიყონ. ეს ერთიანობის დროა. მეც დაბნეული ვიყავი, თუ რაზე იყო ეს კომენტარი.
tbl.ge/600k
დაკოპირდა

თქვა საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა.
10 მაისს, ირაკლი კობახიძე სამთავრობო სპიკერისა და მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას FB-პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ "შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს" და "ივანიშვილთან ევტუშენკოვსაც მათ დაარეკინეს". კობახიძემ ხოფერიას პოსტზე თქვა, რომ "ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ეს კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ალბათ ლოგიკური".
ამავე თემაზე
- თალაკვაძე ივანიშვილზე: ოპოზიციის მცდელობაა, საკითხი აშშ-ს დაუკავშიროს, მიუღებელია
- ბოკერია ივანიშვილზე: ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც მთავარი მტერი დასავლეთი ჰგონია
- ოდიშარია: უნამუსოა, ვინც თვლის, რომ ივანიშვილი ფულის გამო საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას
- "ამერიკა არავის უხსენებია, ცარიელი სპეკულაციაა" – კობახიძე ივანიშვილსა და Credit Suisse-ზე
- მდინარაძე: ივანიშვილმა 2012 წელს თავი გადადო, მატერიალური მხარით მისი შანტაჟი შეუძლებელია