Credit Suisse Group AG

ბოკერია ივანიშვილზე: ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც მთავარი მტერი დასავლეთი ჰგონია

ქართული ოცნების გზავნილები ახალ ეტაპზე გადავიდა, ჩვენ გუშინ ვნახეთ განცხადება, რასაც მოყვა ციკლი იგივე ხასიათის განცხადებების და შემდეგ დაგვირგვინდა იმედზე იმით, რომ დაარქვეს ამ ყველაფერს დასავლეთის პროპაგანდა იმისთვის, რომ ჩაითრიონ საქართველო ომში. ეს განცხადებები არის შემდეგი ნაბიჯი იანუკოვიჩის გზაზე, როდესაც ეწინააღმდეგები თავისუფალ სამყაროს, შემდეგ რეალური თუ არარეალური ამბების გამო გაქვს პანიკა, რომ თავისუფალი სამყარო შენს წინააღმდეგ რაღაცას იზამს. ეს ჯერჯერობით რეალურად არ მომხდარა, თუმცაღა თვითახდენადი წინასწარმეტყველებაა. პოლიტიკური უბედურებაა ისა, რომ ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] თავს დაიღუპავს, ოღონდ ამასობაში ქვეყანას აზიანებს. არ შეიძლება ვუყურებდეთ მთავრობას ასე, რომელიც ჩვენს ისტორიულ არჩევანს - დასავლეთს ადანაშაულებს ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებებში, იმეორებს იმას, რომ მათ ჩვენი ომში ჩათრევა სურთ.

ეს რეჟიმი არის უდიდესი საფრთხე ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის. გასაკვირი არ არის, რატომ იქცევა ხელისუფლება ამგვარად, ბოლომდე იცავენ ივანიშვილს ყველაფრის ფასად, რადგან ეს მთავრობა მთლიანად აწყობილია ივანიშვილზე. დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც ჰგონია რომ მისი მთავარი მტერი არის დასავლეთი, ის ხედავს სიტუაციას ასე - ჩემი მოკავშირე არის პუტინი და მთავარი საფრთხე დასავლეთი, ამიტომ უნდა შევცვალოთ ეს რეჟიმი მშვიდობიანად და მივცეთ ქვეყანას განვითარების საშუალება.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.

კომენტარები