რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერთიანებული სამეფო შვედეთსა და ფინეთთან უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას გააფორმებს

Reuters

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთმა ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, შვედეთთან და ფინეთთან ახალ სამხედრო შეთანხმებას მიაღწია. ბორის ჯონსონი შეთანხმებებს ხელს აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტისას მოაწერს ხელს.

შეთანხმების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი ვალდებულებას იღებს, შვედეთსა და ფინეთზე თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს დახმარება გაუწიოს.

"საუბარია იმაზე, რომ კატასტროფის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ შვედეთზე თავდასხმა განხორციელდა, გაერთიანებული სამეფო შვედეთს მისი ნებისმიერი მოთხოვნის შესაბამისად გაუწევს დახმარებას". – თქვა ჯონსონმა.

ამასთან ერთად, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიხედვით, NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას 15 მაისს მიიღებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.

შვედეთის NATO-ში შესვლას მხოლოდ მწვანე და მემარცხენე პარტიები ეწინააღმდეგებიან. ამასთან ერთად, შვედეთის NATO-ში შესვლა სწორედ სამთავრობო პარტიაზეა დამოკიდებული.

ასევე, ფინეთი 12 მაისს NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტს

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები