გზების მშენებლობა

ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა

ზესტაფონის შემოვლითი გზა
TV imedi

"რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკუნის პროექტი" - პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. 

"ზესტაფონის შემოვლითი გზა არის ნაწილი საუკუნის პროექტის, რასაც ჰქვია რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა. მშენებლობის მორიგი ეტაპი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა, რისი მომსწრეც ვართ ჩვენ დღეს. დღეს იხსნება ზესტაფონის 9 კილომეტრიანი, ოთხზოლიანი შემოვლითი გზა. მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი. ჩატარდა ძალიან დიდი სამშაოები" - თქვა კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, გზის გახსნა დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მხოლოდ ამ მონაკევთზე მგზავრობის ხანგრძლივობას. 

კომენტარები