დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

უოლასი: პუტინმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას მცირე სასოწარკვეთა გამოავლინა

ბენ უოლასი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის აზრით, ვლადიმირ პუტინმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას "მცირე სასოწარკვეთა გამოავლინა". უოლასმა პუტინის "პრეტენზიები" უარყო იმის შესახებ, რომ NATO რუსეთზე თავდასხმას გეგმავდა.  მისი თქმით, პუტინი ამბობს, რომ NATO "გარს ერტყმის", როცა ის  რუსეთის სახმელეთო საზღვრის მხოლოდ 6%-ს იკავებს. 

"უკრაინაში NATO ბაზების შესახებ, დარწმუნებული ვარ, უკრაინის ელჩი გეტყვით, რომ უკრაინაში ნატოს ბაზები არ იყო. მე ვფიქრობ, რომ მას იმის ჯერა, რისი დაჯერებაც სურს - ეს არის სასოწარკვეთის უმნიშვნელო ნაპერწკალი".- თქვა უოლასმა. 

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლონდონის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. 

"ბრიტანეთის მთავრობა - მთელი გაერთიანებული სამეფო - უჭერს მხარს უკრაინას, მხარს უჭერს მათ გაბედულ დაცვას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობიანი, აყვავებული მომავლის უბრალო უფლებისთვის ბრძოლას".- ამბობს მინისტრი. 

უოლასმა ასევე თქვა, რომ პუტინმა და მისმა ახლო წრემ უნდა გაიზიარონ ნაცისტების ბედი, რომლებიც დამარცხდნენ და ნიურნბერგის ტრიბუნალის წინაშე წარადგინეს.

კომენტარები