რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იუკნევიჩიენე: სსრკ-ს დაუსჯელი დანაშაულებისთვის ნიუნბერგის პროცესი არ გამართულა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირი ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგებაში არ მიცემულა, ახლა კი, უკრაინაში ისტორია მეორდება. 

"სსრკ-ს დაუსჯელი დანაშაულებისთვის ნიუნბერგის პროცესი არ გამართულა. მათ უფლება მიეცათ, საკუთარი თავისთვის ევროპის განმათავისუფლებლები ეწოდებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე სახის დანაშაულებს სჩადიოდნენ. ზუსტად იგივე ნარატივი დღეს უკრაინაში მეორდება". - წერს იუკნევიჩიენე Twitter-ზე.

დღეს, 8 მაისს ევროპაში მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავენ. 

ევროპისგან განსხვავებით, რუსეთში მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების თარიღად 1945 წლის 9 მაისია აღიარებული.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები