რუსული ოკუპაცია

კახიძე ზურაბიშვილზე: სწორედ ასეთი გზავნილებია ომის წახალისება და ერის დემორალიზაცია

გახსოვთ ალბათ, სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანების ტალღა რომ აგორდა - ნახეთ, როგორ დაუპირისპირდა ხელისუფლებას და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინასო.

მერე მიტინგზე გამოიყვანეს სიტყვით, ტაშით მიეგებნენ. იყო გახარებული ჭყლოპინი და ერთი ამბავი.

ამ დროს სტანდარტული ქოცური პოზიცია ჰქონდა:

  • -ივანიშვილი ბორენკა არ არის და პოლიტიკაში არ ერევაო;
  • თვითმფრინავები არ მიაწოდოთ უკრაინას, პუტინი გაღიზიანდებაო.
  • ტყუილია, რასაც ზელენსკი აბრალებს ჩვენ მთავრობას, სანქციები შემოღებული გვაქვს, და ელჩი კიდევ იმიტომ გაიწვია, რომ ნაცები არიან უკრაინის ხელისუფლებაშიო;

მის უტიფარ ქოცურ ტყუილებს ზოგიერთის ტაშის კვრის გამო, უკვე მეტი წონა და ლეგიტიმაცია აქვს, სამწუხაროდ.

ამ ყველაფერს დღეს დაუმატა ახალი მავნებლური განცხადება, რომ რუსეთთან ომს აზრი არა აქვს.

ეს არის კატასტროფული პოზიცია მთავარსარდლისგან, პირველ რიგში ქართული ჯარისთვის და მერე ჩვენი მტრის გასაგონად - იქნებ ადვილი ლუკმა ვეგონოთ და სახელმწიფოებრიობის გასაუქმებლად წამოვიდნენ.

სინამდვილეში სწორედ ასეთი გზავნილებია ომის წახალისება, მტრის მოპატიჟება, ჯარის და მთლიანად ერის დემორალიზაცია.

თუ ომის პრევენცია გსურს, პირიქით, უნდა გაამხნევო ხალხი, საკუთარი ჯარის ძლიერებას უნდა გაუსვა ხაზი, უკეთ უნდა შეიარაღდე და მტკიცე თავდაცვისთვის მოემზადო. სწორედ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი მტრის შეტევის თავიდან აცილება.

რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოზე ახალი თავდასხმა ძვირი დაუჯდება, მთავარსარდალი კი მტერს ამის საწინააღმდეგოში არწმუნებს.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ "ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომში ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება". მანვე აღნიშნა, რომ "ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს იმავე გზით [როგორც უკრაინას]".

კომენტარები