რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის ფარგლებში 344 ადამიანის ევაკუაცია მოხდა

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, დღეს მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის ფარგლებში 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ვერეშჩუკის თქმით, ქალაქიდან გამოყვანილ ადამიანებს შორის ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები არიან. მათ შორის, მარიუპოლიდან, მანგუშიდან, ბერდიანსკიდან, ტოკმაკიდან და ვასილევკადან.

"მადლობას ვუხდით გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებს. მადლობა ჰუმანიტარული კოლონის თანამშრომლებს: მძღოლებსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაცია გრძელდება". - წერს ვერეშჩუკი.

კომენტარები