რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მოკავშირეებს არ შეუძლიათ 2014 წელს დაშვებული შეცდომის გამეორება – ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონკა უმაღლეს რადას მიმართა - ჯონსონმა თქვა, რომ დასავლეთის ქმედება უკრაიანში რუსულ აგრესიაზე ძალიან ნელი იყო.

ჯონსონის სიტყვებით, უკრაინის მოკავშირეებს "არ შეუძლიათ იგივე შეცდომის დაშვება", რაც 2014 წელს ყირიმში შეჭრის დროს დაუშვეს. 

მან თქვა, რომ დასავლეთი "ზედმეტად ნელი იყო იმის გარკვევის პროცესში, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში" და ვერ შეძლო ერთობლივი სანქციების დაწესება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.

"თქვენ გაანადგურეთ მითი პუტინის დაუმარცხებლობის შესახებ და დაწერეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდებული თავი სამხედრო ისტორიასა და თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

[...] ეს უკრაინის დიდებული საათი, რომელიც გაახსენდებათ და გაიხსენებენ მომავალი თაობები". - თქვა მან.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოყოფს. სამხედრო დახმარების პაკეტი ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას, ბატარეის საწინააღმდეგო სარადარო სისტემას, GPS-ის ჩამკეტებსა და ღამის ხედვის მოწყობილობებს მოიცავს. 

დიდმა ბრიტანეთმა აქამდე უკრაინაში 100 მილიონი ფუნტის ღირებულების მაღალი კალიბრის სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა. ასევე, რამდენიმე ათეული NHS-ის სასწრაფო მანქანა.

გასულ კვირებში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო სისტემებით აღჭურვილ ჯავშანტექნიკას გაუგზავნის.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოლსბერის დაბლობზე Stormer HighVelocity Missile (HVM) ჯავშანტექნიკა გამოცადა. ამასთან ერთად, ბრიტანეთი უკრაინაში 13-ტონიანი მანქანებისა და C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავების გაგზავნას გეგმავს

Stormer დამზადებულია BAE Systems-ის მიერ. მის გასაშვებად სამი ადამიანია საჭირო და Starstreak რაკეტებს იყენებს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები