რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მათ არ იცოდნენ, ვინ თქვა ეს ფრაზა" – ზმეინის მცველი ოკუპანტების ტყვეობაში ყოფნას იხსენებს

რომან გრიბოვი

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი მესაზღვრე რომან გრიბოვი, რომელმაც ზმეინის კუნძულთან რუსული სამხედრო გემი ნა***ზე გაუშვა, ტყვეობაში გატარებულ დროს იხსენებს

მისი თქმით, არ ახსოვს, რომელ მომენტში თქვა ცნობილი ფრაზა. გრიბოვი ამბობს, რომ იმ დროს დიდი აურზაური იყო, რადგან "არავინ ელოდა, რომ ასეთი სისატიკე მოხდებოდა".

მესაზღვრემ აღნიშნა, რომ იმ დროს დამპყრობლებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ამ ფრაზის ავტორი და ამან, მისი აზრით, სიკვდილისგან იხსნა. 

"მათ არ იცოდნენ, ვინ თქვა ეს ფრაზა და ეს კარგია, რადგან ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კარგი დღე არ დამადგებოდა, სახლში ვერ დავბრუნდებოდი".- თქვა გრიბოვმა. 

თუმცა, მისივე თქმით, ოკუპანტებს "არც თუ ისე კარგი" დამოკიდებულება ჰქონდათ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ: ისინი სამჯერ გადაიყვანეს ერთი ადგილიდან მეორეზე. გრიბოვის თქმით, დამპყრობლები მიმართავდნენ როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობას. 

"ყირიმიდან დაიწყო, მერე იყო კარვების ბანაკები, წინასწარი დაკავების ადგილი, ძაღლებზე უარესად გვექცეოდნენ, პატიმრების ფორმებში ვიყავით ჩაცმულები, მორალურად განადგურებას ცდილობდნენ. ყველას ერთნაირად ექცეოდნენ, არ აინტერესებდათ, ვინ იყო მათ წინ - სამხედრო კაცი, ქალი, მღვდელი".- იხსენებს უკრაინის გმირი. 

გრიბოვის თქმით, მათ არწმუნებდნენ, რომ რუსეთის არმიამ უკვე დაიპყრო კიევი, ამიტომ უკან დასაბრუნებელი არსად ჰქონდათ.

დატყვევებიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ - 24 მარტს - რომან გრიბოვი და სხვა მესაზღვრეები გაათავისუფლეს.  გაცვლის შესახებ მცველებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ.

მისი თქმით, ზოგს სჯეროდა, რომ დასახვრეტად მიჰყავდათ: ხელები შეკრული ჰქონდათ, კისერზე მარყუჟები, თვითონ კი, მანქანაში ჩასვეს და ნივთებს ზემოდან აყრიდნენ. 

გრიბოვის თქმით, ტყვეობაში ყოფნისას წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა მოჰყვა მის სიტყვებს. 

"დაკავებული პირისგან გავიგე: იცი, რომ ლეგენდარული ფრაზის ავტორი ხარ? თავიდან ვერ მივხვდი, რაზე იყო საუბარი. უკვე სახლთან რომ მივედი, მივხვდი. ეს ფრაზა ამხნევებს ხალხს, ამიტომ დედაჩემმა გაიგო და მხარი დაუჭირა. რა თქმა უნდა, ეს არც ისე კარგია, რადგან უხამსობაა, მაგრამ მე ზრდასრული ვარ და ამიტომ შემიძლია გამოვხატო საკუთარი თავი".- თქვა გრიბოვმა.


კუნძულ ზმეინზე თავდასმის დროს რუსებმა უკრაინელ სამხედროებს ორჯერ გაუმეორეს: "მე რუსული სამხედრო ხომალდი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და დაგვნებდეთ სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგბომბავთ!", რაზეც უკრაინელებმა უპასუხეს: "რუსულო საომარო ხომალდო, იძი ნა*უი!".

რომან გრიბოვს "ჩერკასისადმი გაწეული სამსახურისთვის" ჯილდოც გადაეცა.

აღნიშნული ხომალდი, კრეისერი Москва ჩაიძირა. მას 2 უკრაინული ხომალდ საწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი მოხვდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილის დილას დაადასტურა, რომ კრეისერი Москва ჩაიძირა, თუმცა მათი ინფორმაციით, ეს გემის ბუქსირების დროს მოხდა.

მანამდე, მოსკოვი ამტკიცებდა, რომ მათ ეკიპაჟის გადარჩენა შეძლეს, თუმცა საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს ზოგიერთი უკრაინული წყარო და ამბობენ, რომ ხომალდის ბორტის დიდი ნაწილი მოკვდა და მათი გადარჩენა შტორმის გამო გართულდა.

უკრაინამ კრეისერი МОСКВА თავის წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.

კომენტარები