ფინეთი-NATO

პესკოვი ფინეთზე: NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესპიკერი, დმიტრი პესკოვი, ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე ამბობს, რომ ეს რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

"ყოველთვის განვიხილავდი და ვაანალიზებდი სხვადასხვა ვარიანტს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ NATO-ს გაფართოება არ ხდის მსოფლიოს და ევროპის კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს".- ამბობს პესკოვი.

მისი თქმით, NATO-ს გაფართოება, რუსეთისთვის სახიფათოა. კითხვაზე, თუ რა პასუხი ექნება მოსკოვს იმ შემთხვევისთვის თუ ფინეთს NATO-ში მიიღებენ, პესკოვი ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება რუსეთის საზღვერბთან ალიანსის სამხერდო ინფრასტრუქტურის გაზრდაზე. 

"ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება გამოხატული ეს გაფართოების პროცესი, რამდენად შორს წავა სამხედრო ინფრასტრუქტურა, რამდენად ახლოს იქნება ის ჩვენს საზღვრებთან. არსებობს პრეზიდენტის მოქმედი ბრძანებულება NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით ჩვენი ფლანგების გაძლიერების ღონისძიებების ჩამონათვალის შემუშავების შესახებ. რუსეთი გაანალიზებს სიტუაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი უსაფრთხოებ".- ამბობს პესკოვი. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

შვედეთის NATO-ში შესვლას მხოლოდ მწვანე და მემარცხენე პარტიები ეწინააღმდეგებიან. ამასთან ერთად, შვედეთის NATO-ში შესვლა სწორედ სამთავრობო პარტიაზეა დამოკიდებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები