რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მთავრობამ რამდენიმე პორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

UNIAN

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო, რამდენიმე საზღვაო პორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

UNIAN-ის ცნობით, საქმე ეხება ხერსონის, სკადოვსკის, მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებს 

მთავრობა აცხადებს, რომ პორტები განაახლებენ მუშაობას, როდესაც მათ კვლავ უკრაინული მხარე გააკონტროლებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები