რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 28 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

REUTERS

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. რუსეთის ქვედანაყოფები ბელგოროდში განლაგებას განაგრძობენ. ამასთან ერთად, უკრაინის დამცველები მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში პოზიციების გამყარებას ცდილობენ.

უკრაინული საინფორმაციო გამოშვება Defense Express 27 აპრილს იტყობინება, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი რუსეთის შეტევას იზიუმის მიმართულებით პირადად უხელმძღვანელებს. დაუზუსტებელ უკრაინულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით Defense Express-ი იტყობინება, რომ გერასიმოვი უკვე თეატრშია და შეტევას მეთაურობს. ISW დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს ამ ინფორმაციას. თუმცა, ISW-ის მიხედვით, დვორნიკოვის  უკრაინაში გენერალურ მეთაურად დანიშვნა არ გადაჭრის რუსეთის სარდლობისა და კონტროლის გამოწვევებს და, სავარაუდოდ, სიტუაციას დაძაბავს.

რუსეთმა შესაძლოა მოლდოვას დესტაბილიზაციაც მოინდომოს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის და სხვა რუსი ოფიციალური პირებისა და მარიონეტების კომენტარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პუტინმა აღიაროს თვითგამოცხადებული პრიდნესტროვის მოლდოვის რესპუბლიკა (PMR) დნესტრისპირეთში. ამის შემდეგ PMR-ს რუსეთიდან დამატებითი სამხედრო დაცვის მოთხოვნა შეუძლია. ნებისმიერი ასეთი ქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის დაძაბულობას და დამატებით ზეწოლას მოახდენს ნატოზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში. რუსეთი შესაძლოა დნესტრისპირეთის უკრაინის ომში ჩართვას აპირებს დნესტრისპირეთის  ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმებისა და დაბომბვის მიზნით. 

რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ფილტრაციის ზომებს“ იღებენ და  უკრაინის მოქალაქეებს იტაცებენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, ოკუპანტები მსგავსს ზომებს ხარკოვში, ზაპოროჟიაში, ხერსონში, მიკოლაივში, ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში იღებენ. „ფილტრაცია“ მიზნად ისახავს სრულწლოვანი მამაკაცების, ყოფილ სამხედრო და სამართალდამცავ პერსონალისა და პროუკრაინელი აქტივისტების დაკითხვას, წამებისა და შესაძლო სიკვდილით დასჯას. GUR-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინელ მძევლებს ყირიმში დამატებით აგზავნიან, რათა მომავალში ტყვეების გაცვლაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალონ. 

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმში მცირე, მაგრამ სტაბილურ ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის ფრონტზე ტაქტიკური სარაკეტო ნაწილები შეიტანეს. 
  • მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში რუსეთის უწყვეტმა თავდასხმებმა უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ წარმატებას ვერ მიაღწია.
  • ოკუპანტებმა ხერსონიდან მიკოლაივის მიმართულებით რამდენიმე ადგილობრივი წარმატებული შეტევა განახორციელეს.
  • რუსული და მარიონეტული ძალები აგრძელებდნენ მობილიზებას დნესტრისპირეთში

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს. 

რუეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები