რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევში აფეთქების ხმა ორჯერ გაიგეს – REUTERS

Reuters-ი წერს, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქების ხმა ორჯერ გაისმა.  

მედია ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა დამატებითი დეტალები, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, ცნობილი არ არის.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები