რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"არ მსურს პუტინთან ვასოცირდებოდე" – ლატვიელმა სპორტსმენმა კრისტენს პუტინსმა გვარი შეიცვალა

ERR Sport

ლატვიელმა მოციგურავემ, კრისტენს პუტინსმა გვარი შეიცვალა. დღეიდან ის ოფიციალურ საბუთებში კრისტენს რუდია, რუდი მისი ცოლის გვარია. 

"არ მსრუს მე ან ჩემი შვილები ომის დამნაშავესთან ასოცირდებოდეს. რაც ახლა ხდება ოკუპაციაა, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ეს სერიოზული დანაშაულია, რომელსაც მე მხარს არ ვუჭერ. მიუღებელია დღეს ევროპაში ომი მიმდინარეობდეს. პოპულარობა რომ მოვიპოვე, ხშირად ჩემი გვარი ეშლებოდათ, პუტნისს ან პუტნს მეძახდნენ. დავაკვირდი, რომ რუსები გვარის ჟღერადობის გამო გამორჩეული პატივისცემით მეპყრობოდნენ". – ამბობს რუდი.

რუდმა პროფესიული კარიერა 2021 წელს დაასრულა. ყველაზე დიდი გამარჯვება 2020 წელს მოიპოვა, როდესაც მეწყვილესთან ერთად მსოფლიო თასის ეტაპზე გაიმარჯვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

კომენტარები