რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: რუსეთმა რაც არ უნდა გააკეთოს, მზად ვართ

Win McNamee / Pool / AP

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მზად არიან რუსეთის ნებისმიერი ქმედებისთვის.

"მზად ვართ რაც არ უნდა გააკეთონ". – უპასუხა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა ახლა აშშ რუსეთთან მარიონეტულ ომში და რამდენად აღელვებს მას კრემლის საპასუხო ქმედება. 

პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ს კონგრესს უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდის გამოყოფას თხოვს.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები