რუსეთ-უკრაინის2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრობას გადაწყვეტენ, ეს სწრაფად მოხდება

იენს სტოლტენბერგი
NATO

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრობას გადაწყვეტენ, ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება.

"რა თქმა უნდა, თავად ფინეთისა და შვედეთის ნებაა, გააკეთებენ თუ არა ნატოს წევრობაზე განაცხადს. თუ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და წევრობაზე განაცხადი შემოიტანეს, ალიანსი ამ ქვეყნებს გაშლილი ხელებით დახვდება. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან. ვფიქრობ, მათი ნატოში გაწევრიანების პროცესი საკმაოდ სწრაფად დასრულდება". - თქვა იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრობაზე ერთობლივ განაცხადს მაისში შეიტანენ. ინფორმაციას BBC ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფინური მედიის ინფორმაციით, 16 მაისის კვირაში ფინეთისა და შვედეთის ლიდერები შეხვედრას გეგმავენ, რათა სამხედრო ალიანსში წევრობაზე ოფიციალურ სურვილი ერთად დააფიქსირონ.

ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის დაზვერვის ხელმძღვანელების თქმით, ფინეთი და შვედეთი რუსული კიბერშეტევებისა და კანონმდებლებზე გავლენის მოხდენის მცდელობებისთვის უნდა მოემზადონ. 

შვედეთის დაზვერვის უფროსმა, შარლოტა ფონ ესენმა თქვა, რომ შვედეთის უშიშროების სამსახური რუსეთის შესაძლო კიბერთავდასხმებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, უკვე რამდენიმე წელია ემზადება.

6 აპრილს გამართულ NATO-ს მინისტერიალზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავდნენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

"არანაირად გამოვრიცხავ [NATO-ში] გაწევრიანებას". – თქვა შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა. 

კომენტარები