საქართველოს მთავრობა

წულუკიანი: რასაკვირველია, ივანიშვილი მმართველი აღარ არის, ეს იცის პატარა ბავშვმაც

ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ეს ადამიანი და მეკითხებით, არის თუ არა ჩრდილოვანი მმართველი, რასაკვირველია, ის მმართველი აღარ არის, ეს იცის პატარა ბავშვმაც, ის არც ჩრდილოვანი მმართველია, ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის მანძილზე.

ის, როგორც ჩვენი მოქალაქე, რაც არ უნდა ეს მოგწონდეთ-არ მოგწონდეთ, ის დღეს ქვეყნის მოქალაქეა, ის აგრძელებს მოღვაწეობას, ამას სწორედ ეს სიტყვა ჰქვია, ეს არ არის უბრალო საქმიანობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ვალია, ეს თქვენ გადგათ ყელზე და ასე იქნება მუდამ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

კომენტარები