რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას გეპარდის ჰაერსაწინააღდეგო სისტემით აღჭურვილ ტანკებს გადასცემს

გეპარდის ტიპის ტანკი

გერმანია უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილ გეპარდის ტიპის ტანკებს გადასცემს. ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა.

გერმანული მედიის ცნობებით, უკრაინას გეპარდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილ ტანკებს გერმანული ფირმა Krauss-Maffei Wegmann (KMW) მიაწვდის. კომპანიამ თებერვლის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ უკრაინისთვის 50-მდე გეპარდის ტიპის ტანკის გადაცემას განიხილავდნენ. ამჟამად უცნობია, თუ ზუსტად რამდენ ტანკს მიიღებს უკრაინა. 

ბოლო კვირების განმავლობაში, გერმანია მოკავშირეების მხრიდან უკრაინისთვის მძიმე იარაღის, მათ შორის ტანკების, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისგან თავის შეკავების გამო ზეწოლას განიცდიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები