კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა, დადასტურდა 62 ახალი შემთხვევა – ბოლო 24 საათის სტატისტიკა

VERGE

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ჩატარდა 4 576 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 104 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 1.35%-ია, ბოლო 7 დღის - 1.05%, ბოლო 14 დღის კი 1.35%.  

62 ახალი შემთხვევიდან თბილისში 27 დადასტურდა, აჭარაში - 2, იმერეთში - 13, ქვემო ქართლში - 2, შიდა ქართლში - 1, გურიაში - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 4, კახეთში - 5, მცხეთა-მთიანეთში -1, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 654 375 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 636 108 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 800 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 1 441 აქტიური შემთხვევაა. 

რეანიმაციულ განყოფილებაში 74 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 49, აჭარაში - 5, იმერეთში - 9.  

კომენტარები