იაპონია

იაპონიაში დაკარგულ ტურისტულ ნავს კვლავ ეძებენ, გარდაცვლილია სულ მცირე 11 ადამიანი

იაპონიაში დაკარგული ნავის ძებნა კვლავ გრძელდება. ტურისტული ნავი Kazu I, რომელიც შიროტეკოს ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ღირშესანიშნაობების დათვალიერების მიზნით მოძრაობდა, რადარებიდან შაბათს გაქრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე სულ 26 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 2 ბავშვი და 2 ეკიპაჟის წევრი. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილია, სულ მცირე, 11 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით, ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე სამაშველო ჟილეტი და ტივტივაა ნაპოვნი და კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი, ნავის ნამტვრევების პოვნამდე რთული იქნება.

კომენტარები