რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია ჩაშალეს და 200-მდე ადამიანი გაიტაცეს

Chris McGrath/Getty Images

რუსმა სამხედროებმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია კიდევ ერთხელ ჩაშალეს და 200-მდე ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაციას გამოცემა UNIAN-ი მარიუპოლი მერის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

პეტრო ანდრიუშჩენკო წერს, რომ 23 აპრილს, 11:00 საათზე მარიუპოლის სულ მცირე 200 მცხოვრები ზაპოროჟიეში, პორტ სიტის სავაჭრო ცენტრთან ევაკუაციას ელოდა. მათ რუსმა სამხედროებმა დაშლა მოსთხოვეს, უთხრეს, რომ ტერიტორია დაიბომბებოდა და ავტობუსებში ჩასხდომა აიძულეს. შემდეგ კი დოკუჩაევსკში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე წაიყვანეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები