რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტაივანი კიევის დასახმარებლად $8 მილიონს გამოყოფს

ჯოზეფ ვუ

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან ვირტუალური შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ტაივანი უკრაინის დედაქალაქ კიევს $8 მილიონის დახმარებას გაუგზავნის. 

მინისტრის მიხედვით, $3 მილიონი კიევის მთავრობისთვის, ხოლო $5 მილიონი ექვსი ადგილობრივი საავადმყოფოსთვისაა განკუთვნილი. 

ვიდეო ზარის დროს ვუმ აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში საერთაშორისო წესრიგსა და დემოკრატიულ საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხედვით, ტაივანი და უკრაინა მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიულ იდეოლოგიას იზიარებენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები