რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ტრავმატოლოგიური საავადმყოფო დაბომბეს

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო Telegram არხზე წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ლიმანის რეგიონული ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი დაბომბეს.  

დაბომბვამ გამოიწვია ხანძარი და ნგრევა როგორც საავადმყოფოში, ისე მიმდებარე სახლებში. ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს. 

"ჩვენ ყურადღებით ვაფიქსირებთ ოკუპანტების დანაშაულებებს. რუსები და მათი სახელმწიფო, რომელმაც ჩვენს მიწას ნგრევა და სიკვდილი მოუტანა, ყველაფერისთვის გადაიხდიან". - წერს კირილენკო. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები