საქართველო-აშშ

ზურაბიშვილი სენატორ კუნსს: დღეს თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოს

დღეს, როგორც არასოდეს, თქვენი მხარდაჭერა და ჩვენს ქვეყნებს შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოს. თქვენი აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა, რომ საქართველო რჩება თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი აქ ჩამოსვლა დღეს მხოლოდ ამ 30 წლის თარიღს არ უკავშირდება. დღეს მსოფლიო უსაფრთხოება და მშვიდობა უპეცედენტო გამოწვევების წინაშეა. დღეს უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის იბრძვის რუსეთის ტოტალური აგრესიის წინააღმდეგ, არამედ ის ასევე ჩვენი და მთელი ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. ყველა ვხედავთ, თუ რაოდენ შემართებით უმკლავდება იგი აგრესიას და აგრესორს. 

მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სენატორ კრის კუნსს. დღეს. 21 აპრილს აშშ-ს სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვია. 

კომენტარები