რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა უსაფრთხოებისთვის მეტ დახმარებას "ძალიან მოკლე დროში" მიიღებს – თეთრი სახლი

Nicholas Kamm/AFP

თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯენ ფსაკი ამბობს, რომ უკრაინა უსაფრთხოებისთვის აშშ-სგან მეტ დახმარებას "ძალიან მოკლე დროში" მიიღებს. 

როგორც მან CNN-ს უთხრა, რუსეთის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა არ ცვლის თეთრი სახლის პოზიციას უკრაინის დახმარების საკითხზე. ფსაკი პირობას დებს, რომ აშშ გააგრძელებს როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ დახმარებას. 

მისივე სიტყვებით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "დახმარების შემდეგ რაუნდზე ინფორმაციას ძალიან მალე გაავრცელებს". 

მანამდე CNN წერდა, რომ აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მლნ-ის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები