რუსეთი

"აიძულებს დაფიქრებას მათ, ვინც გვემუქრება" – პუტინი ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე

რაკეტა სარმატის აფრენა გამოცდის ფარგლებში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარმატის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.  ეს რაკეტის პირველი გაშვება იყო. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. 

რაკეტა არხანგელსკის რაიონში არსებული ბაზიდან კამჩატკაზე მდებარე პოლიგონის მიმართულებით ისროლეს. 

რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. 

"[სარმატის] ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და კიდევ დიდ ხანს არ იარსებებს. ეს უნიკალური იარაღი ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს გაამყარებს. საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და აიძულებს დაფიქრებას მათ, ვინც გაშმაგებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენი ქვეყნისთვის დამუქრებას". – თქვა პუტინმა.

კომენტარები