აფეთქება

ქაბულის ორ სკოლაში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები

BBC

ავღანეთის დედაქალაქში ორ სხვადასხვა სკოლაში აფეთქებები მოხდა. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.

"აფეთქებები მოხდა მუმთაზისა  და აბდულ რახიმ შახიდის სკოლებში. აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია". – წერია ალ ჯაზირას განცხადებაში.

გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ოფიციალური მონაცემებით აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივი სოციალური ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 10-დან 25 ადამიანამდეა დაღუპული. 

ამ ეტაპზე აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არც ერთ ჯგუფს არ აუღია. 

კომენტარები