Nickelodeon

რუსეთიდან საბავშვო არხი NICKELODEON გავიდა

Nick.de

რუსეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობა შეაჩერა კომპანია Paramount-მა. უმსხვილესმა კინოკომპანიამ ჯერ კიდევ მარტში დატოვა რუსეთის კინოგაქირავება.

Paramount-ის არხებია Nickelodeon, Nick Jr., NickToons, Paramount Comedy, MTV Russia და MTV Live HD. ყველა არხი 20 აპრილს გაითიშება.

მსგავსი გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო ასევე კომპანია Discovery-მ, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე 15 არხს ტრანსლირებდა.

Nickelodeon ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო არხია, რომლის ყველაზე პოპულარული ანიმაციაა SpongeBob SquarePants.

Paramount-ის გარდა რუსეთის ბაზრდიან გავიდა ასევე კინოკომპანიები Disney, Warner Bros. და Sony Pictures.

კომენტარები