რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

DISNEY, WARNER BROS. და SONY PICTURES რუსეთში ფილმებს აღარ გამოუშვებენ

NewsBytes

უმსხვილესი კინოსტუდიები Disney, Warner Bros. და Sony Pictures რუსეთის კინოგაქირავებაში ახალ ფილმებს აღარ გამოუშვებს.

ახლო მომავალში რუსეთის კინოგაქირავებაში სამივე კომპანია უმსხვილესი ბლოკბასტერების(Turning Red, Batman, Morbius) გამოშვებას გეგმავდა. 

"უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის გამო რუსეთში ფილმ Batman-ის პრემიერა არ შედგება". – აცხადებს Warner Bros.-ის წარმომადგენელი.

"უკრაინაში უმიზეზო შეჭრისა და საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფის გამო Disney წყვეტს რუსულ კინოთეატრებთან ურთიერთობას". – ამბობს Disney-ს წარმომადგენელი.

"უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ქმედებით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის გამო ვაჩერებთ ჩვენი ფილმების პრემიერას რუსეთში". – ამბობს Sony Pictures-ის წარმომადგენელი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები