რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

თეთრმა სახლმა ზელენსკის კონგრესში გამოსვლისადმი მიძღვნილი მონეტები გამოსცა

თეთრი სახლის სუვენირების მაღაზიამ ისტორიულ მომენტების სერიაში მეშვიდე სამახსოვრო მონეტა – პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის კონგრესისადმი სიტყვით მიმართვა, დაამატა

ზელენსკიმ კონგრესს 2022 წლის 16 მარტს მიმართა და 11 სექტემბრის ტრაგედია გაიხსენა.

"გაიხსენეთ პერლ ჰარბორი, 1941 წლის 7 დეკემბრის საზარელი დილა, როდესაც თქვენი ცა გაშავდა თვითმფრინავების შეტევისგან. უბრალოდ გაიხსენეთ ეს. გაიხსენეთ 11 სექტემბერი, 2001 წლის საშინელი დღე, როდესაც ბოროტებამ სცადა გადაექცია თქვენი ქალაქები, დამოუკიდებელი ტერიტორიები, ბრძოლის ველად. როდესაც უდანაშაულო ადამიანებს შეუტიეს, შეუტიეს ციდან. რადგან ამას არავინ ელოდა, თქვენ მის შეჩერებას ვერ მოახერხებდით. ჩვენი ქვეყანა ყოველ დღე იმავეს განიცდის", - თქვა მან.

თეთრი სახლის მიერ გამოცემული მონეტა $100 ეღირება და მიღებული თანხა სრულად უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ფონდს გადაეცემა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

კომენტარები