რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სომხეთმა რუსული გაზის რუბლში შეძენა დაიწყო

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, ვაჰან კერობიანის თქმით, სომხეთი რუსულ გაზს რუბლში შეიძენს. მისი განმარტებით, ფასზე დოლარში შეთანხმდებიან, თუმცა რუბლით გადაიხდიან.

"უნდა გადავიდეთ ეროვნულ ვალუტაზე. როგორც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა რუბლით, შესაბამისი კურსით განხორციელდა". - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

23 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, "რომ არამეგობრულ ქვეყნებში" გაზი რუბლებში გაიყიდება.

24 მარტს პოლონეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ, PGNiG-მ განმარტა, რომ რუსული გაზის საფასურს რბლებში არ გადაიხდის. ასევე, სლოვენიის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ "ევროპაში ვინმემ იცოდეს, როგორ გამოიყურება რუბლი. რუბლში არავინ გადაიხდის". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები