საქართველო-უკრაინა

მდინარაძე: ხელ-ფეხი გაგვეხსნა, რომ ყოველგვარი დათქმების გარეშე ჩავიდეთ უკრაინაში

სანამ ომის პარტია და მათი პარტიული ტელევიზიები დაკავებული იყვნენ იმით, რომ შალვა პაპუაშვილი გაეშავებინათ, აღმოჩნდა, თურმე, პაპუაშვილი დაკავებული იყო სტეფანჩუკთან მუდმივი კომუნიკაციით, მასთან ონლაინშეხვედრით.

მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მესიჯები მოვისმინეთ და ეს შემთხვევითი არ არის. ვამბობდით, რომ პოზიციების ცვლილება იქნებოდა საიმისოდ, რომ ნაბიჯები გადაგვედგა. მისასალმებელია რადას თავმჯდომარის პოზიცია, რაც გაახმოვანა შალვა პაპუაშვილთან და ინტერვიუს დროს.

ხელ-ფეხი გაგვეხსნა, ყოველგვარი დათქმების გარეშე ჩავიდეთ და ჩვენი გულწრფელი ემოცია დავაფიქსიროთ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები