რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა მაკრონზე: გენოციდის წოდებაზე უარი იმედგაცრუებას იწვევს, ძმობაზე საუბარი უადგილოა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, მაკრონის მიერ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის გენოციდის წოდებაზე უარის თქმა იმედგაცრუებას იწვევს. ამასთან, მანვე ახსნა თუ რატომ არის უკრაინელი და რუსი ხალხის ძმობაზე საუბარი უადგილო.

"რუსეთის ხელისუფლების გულწრფელი განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, იმედგაცრუებას იწვევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უკრაინელების გენოციდის აღიარება არ სურს. უკრაინა და რუსეთის ისტორიულ სიახლობეს ობიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ უკრაინისა და რუსეთის, როგორ ორი მოძმე ერის მითის ნგრევა ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ დაიწყო. მაშინ რუსი "ძმები" ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მოვიდნენ, თუმცა 8 წელიწადში 14 000 უკრაინელი დაიღუპა. თებერვალში კი ეს მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც უკრაინული ქალაქებისკენ პირველი რუსული რაკეტები გამოფრინდა". - თქვა ნიკოლენკომ.

"დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან". – ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის კითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად.

კომენტარები