ალტ-ინფო

პრორუს მღვდელს, რომელმაც ალტ-ინფოს ოფისი აკურთხა, მღვდელმსახურება შეუჩერდა

ტვ პირველი

პრორუს მღვდელს, ვახტანგ თოხაძეს, ოზურგეთში ალტ-ინფოს ოფისის გახსნის კურთხევისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ – მღვდელმსახურება შეუჩერდა. დეტალების გარკვევას ტაბულა შემოქმედის ეპარქიაში ცდილობს.

მამა ვახტანგ თოხაძემ გუშინ, 12 აპრილს, პუტინისტური დაჯგუფების, ალტ-ინფოს პარტიის ოფისი აკურთხა და შემდეგ ჟურნალსიტებთან რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

მისი თქმით, პუტინისტურ და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოში ერთიანდება ხალხი, ვისაც "ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა სურს".

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, უკრაინაში რუსი ჯარისკაცები ბავშვებსა და ქალებს ხოცავენ და აუპატიურებენ, სასულიერო პირი პასუხობს, რომ "ასე აკეთებს ყველა, როცა ომია, ქალებიც კვდება და ბავშვებიც".

ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის – კონსერვატიული მოძრაობის ოფისის გახსნა გურიაში მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა.

კომენტარები