ინგუშეთში 8-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს 8 წლის ბიჭის ცხედარი, რომელიც მდინარე სუნჯაში მეგობრის გადასარჩენად გადახტა და დინებამ წაიღო. ინფორმაციას ადგილობრივი საგანგებო სამსახურის მაღალჩინოსნები და ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.
8 წლის ხიზირ დერბიჩევი 15 ივნისს დაიკარგა, როცა ის მდინარე სუნჯაში მეგობრის გადასარჩენად გადახტა. ადგილობრივი ხელისუფლების მიხედვით, მეგობარი, რომელმაც ხის ტოტებზე მოჭიდება შეძლო, გადაარჩინეს, თუმცა, ხიზირი ძლიერმა დინებამ წაიღო.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათასობით მოხალისე იყო ჩართული, მათ შორის, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინგუშეთში მოხალისეები ჩავიდნენ საქართველოდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდანაც.




![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)
