რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი უკრაინელი ლტოლვილების მანსპინძელი წევრი ქვეყნებისთვის €3.5 მილიარდს გამოყოფს

Frederick Florin / AFP

ევროკავშირი უკრაინელი ლტოლვილების მასპინძელი წევრი ქვეყნებისთვის დამატებით €3.5 მილიარდს გამოყოფს. თანხა ქვეყნებზე უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო.  

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სამშობლოს დატოვება 4.5 მილიონზე მეგ უკრაინელს მოუწია. ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

გაეროს განახლებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინიდან ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთში გადავიდა -  2.5 მილიონ ადამიანზე მეტი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები