საქართველო-უკრაინა

კობახიძე: ჩემი ან პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტისთვის გვჭირდება გარკვეული წინაპირობები

რაც შეეხება ჩემს ჩასვლას, პრაქტიკულად პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი რანგით ერთი და იგივე გამოდის. ჩვენ, შესაბამისად, ამ რანგის ვიზიტის ორგანიზებისთვის გვჭირდება გარკვეული წინაპირობების არსებობა, რაც არის ჩვენი მხრიდან არა რაღაც თვითმიზანი, არამედ ,ეს არის ელემენტარულად ჟესტის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობრობის სურვილი აქვს ხელისუფლებას. მეგობრობა არის აბსოლუტურად სუფთა ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის, მაგრამ სამწუხაროდ ეს 100%-ით არ გადაიზარდა ხელისუფლებებს შორის მეგობრობაში, რასაც ერთი სამწუხარო მიზეზი აქვს, კრიმინალები კვლავაც უკრაინის ხელისუფლებაში არიან

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში წავლენ, თუმცა, შევა თუ არა დელეგაციაში პარლამენტის თავმჯდომარე, ეს "გარკვეულ წინაპირობებზეა" დამოკიდებული. 

კომენტარები