საქართველო-უკრაინა

სერგეენკო: ალბათ, კვირის ბოლოს შედგება უკრაინაში ვიზიტი, ვფიქრობ, ვიქნები დელეგაციაში

ალბათ, ამ კვირის ბოლოს შედგება [უკრაინაში ვიზიტი], დეტალებზე მოლაპარაკებები ახლა მიდის. მე ყოველთვოს დიდი სურვილი მქონდა და ახლაც, ვფიქრობ, რომ ვიქნები დელეგაციაში

ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტია მოქალაქეების დეპუტატის, ლევან იოსელიანის შეხვედრის შემდეგ, სადაც უკრაინაში გამგზავრების დეტალები განიხილეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა, იმისთვის, რომ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარემ უხელმძღვანელოს, ქართული ოცნება უკრაინისგან ითხოვს, რომ "შეურაცხყოფაზე ერთი სიტყვა მაინც წაიღოს უკან". 

კომენტარები