რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: მარიუპოლის მცველებთან კომუნიკაცია გვაქვს, ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელსაც

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მარიუპოლის დასაცავად. ამის შესახებ მან FACEBOOK-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება და მდგომარეობა სტაბილურია. 

"ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელს და შეუძლებელს გამარჯვებისთვის და სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ყველა მიმართულებით".- აღნიშნავს ზალუჟნი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები