რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გერმანიაში უკრაინის ელჩი დემონსტრაციებზე რუსეთის დროშის აკრძალვას ითხოვს

უკრაინის ელჩი გერმანიაში, ანდრეი მელნიკი გერმანიის ქალაქებში პრორუსული დემონსტრაციებისას რუსეთის დროშისა და სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას ითხოვს

"ეს კანონით უნდა იყოს აკრძალული მანამ, სანამ რუსეთი აწარმოებს გამანადგურებელ ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ".- თქვა ელჩმა. 

დიპლომატის განმარტებით, რუსული სიმბოლოების დემონსტრირებას არაფერი საერთო არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან, არამედ ეს არის "ბარბაროსული აგრესიის" მხარდაჭერა. ბოლო დღეებში გერმანის რამდენიმე ქალაქში "რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ" საპროტესტო საავტომობილო მსვლელობა მოეწყო. "შეწყვიტეთ რუსოფობია", - ეს იყო დემონსტრანტების სლოგანი. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები