რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შესაძლოა, სლოვაკეთმა უკრაინას ჰაუბიცები მიჰყიდოს

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის თქმით, შესაძლოა, უკრაინას თვითმავალი Zuzana ჰაუბიცები მიჰყიდოს

"შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გაყიდვის შესახებ". – თქვა ნადმა.

საბრძოლო მანქანა Zuzana ჰაუბიცი ძველი გერმანული მოდელის მოდერნიზებული ვერსიაა, რომელსაც 40-50-კილომეტრიანი მოქმედების დიაპაზონი აქვს.

სლოვაკეთმა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად С-300-ის სისტემა უკვე გადასცა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები