რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: იარაღის მოწოდება დაგვიანდა, მიღებული იარაღი საკმარისი არაა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღი ძალიან გვიან მოვიდა. ამის შესახებ მან Associated Press-თან ინტერვიუში თქვა, რომლის ნაწყვეტები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. 

"აღჭურვილობა, ყველაფერი, რასაც უკვე აგზავნიან, ზოგიერთი ტიპის ტექნიკისთვის ეს ძალიან გვიან გაკეთდა. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგალითად, მარიუპოლზე, ათასობით ადამიანს დავკარგეთ. მე ვხედავ 100%-იან მხარდაჭერას ზოგიერთი ქვეყნის ლიდერისგან. ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა შეცვალა პოზიცია, მაგრამ თქვენ ხედავთ ამ ცვლილებების ფასს".- ამბობს ზელენსკი.

კითხვაზე, მიიღო თუ არა უკრაინამ იმდენი იარაღი, რომ ომში ცვლილებები შეიტანოს, პრეზიდენტმა უპასუხა: "ჯერ არა, ჯერ არა".

ზელენსკისმ ასევე თქვა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო, ეს ომი არ მოხდებოდა ან სხვანაირი განვითარება ექნებოდა. 

"ახლო მეზობლების მხარდაჭერა გვექნებოდა და ჩვენ ერთად ბრძოლას შევძლებდით. მაგრამ დარწმუნებულიო ვარ, რომ ომი არ იქნებოდა".- ამბობს ზელენსკი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები