რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნაიემი: ფინეთმა რუსული და ბელარუსული სატვირთო მანქანებისთვის საზღვარი ჩაკეტა

ფინეთის საბაჟო საბჭოს კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სამი რაკშიტის ცნობით, 9 აპრილს, შუაღამისას ფინეთმა რუსული და ბელარუსული სანიშნე ნომრის სატვირთო მანქანებისთვის საზღვარი ჩაკეტა. 

ბელარუსის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სარეგისტრაციო ნომრებით ყველა კომერციული სატვირთო მანქანა შეჩერდება და უკუსვლით მობრუნდება - მათ შორის ფურგონებიც კი, თუ ისინი კომერციული ტვირთის გადატანას შეეცდებიან.

"დროა აღდგეს პეტრე I. ეს ფანჯარა ევროპისკენ დახურულია." - წერს Facebook-ზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მუსტაფა ნაიემი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები