რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონიამ რუსული ნახშირის იმპორტი აკრძალა

ფუმიო კიშიდა
Times

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ 8 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ქვეყნიდან რვა რუსი დიპლომატი გააძევეს, ასევე, იაპონიაში სრულად აიკრძალა რუსული ნახშირის იმპორტი.

"რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობითა და ატომური ელექტროსადგურების თავდასხმით არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ეს უპატიებელი ომის დანაშაულებია. იაპონია უკრაინის გვერდით დგას". - ამბობს ფუმიო კიშიდა.

იაპონია მსოფლიოში სიდიდით მესამე ნახშირის იმპორტიორია ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ. რუსული ნახშირი იაპონიის მარაგების 11%-ს  შეადგენს. 

იაპონია აშშ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აგრძელებს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები