რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანდელაკი: ლიტვის განცხადება დასტურია, საქართველო ომში რუსეთის რბილი სატელიტივით იქცევა

მოხერხება უნდა მართლა, რომ საქართველოს ისეთმა თავგამოდებულმა მხარდაჭერმა, როგორიც ლიტვაა, ასეთი კრიტიკული განცხადება გააკეთოს და თქვას, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ ანუ მსოფლიოში ნომერ პირველ საკითხში დგას არასწორ მხარეს. ეს განცხადება არის დადასტურება
იმისა, რომ საქართველო ამ ომში იქცევა, როგორც რუსეთის რბილი სატელიტი და როგორც იქნა, დიდი წეზოლით ამოღერღა პრემიერ-მინისტრმა, რომ არ მოხდება სანქცირებული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე გატარება.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებას, რომ "საქართველოს მთავრობის განცხადებები ძირს უთხრის უკრაინელთა ბრძოლას".

კომენტარები