ლიტვა-საქართველო

"საქართველოს მთავრობის განცხადებები ძირს უთხრის უკრაინელთა ბრძოლას" – ლიტვა

flickr

6 აპრილს ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებები ძირს უთხრის უკრაინელთა ბრძოლას თავისუფლებისთვის. 

"გმობს საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერთა განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობისა და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებისა და ღირებულებისთვის". - ვკითხულობთ ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაიმა ლიუცია ანდრიკიენემ წერილში ასევე კრიტიკულად შეაფასა საქართველოს გადაწყვეტილება არ შეუერთდეს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. 

"[კომიტეტი] შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებებით, რომელიც აცხადებს უარს შეუერთდეს ევროკავშირის, NATO-სა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები